„ახალი ღვინის ფესტივალი“

დღეს „ახალი ღვინის ფესტივალზე“ ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს დიდი სიამოვნება გელით – ასეულობით ახალი ღვინო, ახალი ჯიშები, ახალი სახელები და შთაბეჭდილებები. როგორც ყოველთვის, „ახალი ღვინის ფესტივალზე“ დასწრება უფასოა. უკვე რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებსა და იმპორტიორებს ჩანიშნული აქვთ ფესტივალის თარიღი და ქართულ ღვინოებთან შესახვედრად ემზადებიან.

„ახალი ღვინის ფესტივალი“ 2019 ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით დაიწყო. ქვევრში, როგორც წესი, „ღვინის კლუბის“ მიერ შერჩეული, საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.