ახალი ელექტრონული პორტალი – სასურსათო პროდუქტები სპეციალურ ფასად

21:42, 24.06.2026

ფასდაკლებული სასურსათო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეშიც ხელმისაწვდომი ხდება. ekalata.gov.ge  ახალი საინფორმაციო პორტალის მისამართია, რომელიც მსხვილ ქსელურ მარკეტებს და საბაზისო სასურსათო პროდუქციას ერთ სივრცეში აერთიანებს. ონლაინ პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს,  მარკეტში წასვლამდე, მისთვის სასურველი პროდუქტის ფასი და სააქციო შეთავაზებები რამდენიმე მაღაზიაში ონლაინ გადაამოწმოს, ფასთა შორის სხვაობა გაარკვიოს და სურსათი იქ შეიძინოს, სადაც ყველაზე დაბალი ფასია. ვებ-გვერდზე ფასდაკლებული პროდუქტების რაოდენობა და ჩამონათვალი პერიოდულად განახლდება. ელექტრონული სოციალური კალათის შექმნა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე დაევალა. ვებ-გვერდის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

შალვა სუმბაძე არკვევდა, რას შეცვლის ელექტრონული სოციალური კალათა მომხარებლებისთვის.

მსგავსი