ახალი ცენტრი სტუდენტებისთვის

თბილისში 1 200 სტუდენტზე გათვლილი ლოგისტიკისა და მშენებლობის მიმართულების „ექსელენს ცენტრი“ შენდება. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და 15 ათას 930 კვადრატულ მეტრზე სასწავლო კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. მიმდინარე სამუშაოებს განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი გაეცნო.