გაგა მკურნალიძის და გიორგი ბუთლიაშვილისთვის აღკვეთ ღონისძიების შეფარდებაზე იწყებს მსჯელობას სასამართლო. მათ ცოტნე გამსახურდიას მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე ბრალი პროკურატურამ წარუდგინა. გაგა მკურნალიძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეა, გიორგი ბუთლიაშვილი კი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორი.
ბელა ზაქაიძე საქმის დეტალებით #მოამბე