ახალი ავიარეისები აბუ დაბის მიმართულებით

ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების სიხშირის ზრდის – ის აბუ დაბიდან ფრენებს კვირაში რვაჯერ შეასრულებს, მათ შორის, ხუთშაბათობით დღეში ორჯერ იფრენს.

Air Arabia Abu Dhabi ახლო აღმოსავლეთის პირველი დაბალბიუჯეტიანი კომპანია Air Arabia-ს შვილობილი ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და ფრენებს კვირაში სამი სიხშირით ახორციელებდა. აბუ დაბი-თბილისის მიმართულებით, დაინტერესებულია არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია „ეტიჰად ეარვეისიც“, რომელიც ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 650 ათასამდე მგზავრის გადაყვანა მოხდა, წელს კი ეს მაჩვენებელი გაზრდილია.