ახალი ამბულატორიები სოფლებში 

პროექტი, რომელსაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს – ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ამბულატორიები შენდება.

მიმდინარე და დაგეგმილმა პროექტებმა რეგიონებში წლობით არსებული გამოწვევა, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა უნდა მოაგვაროს. წელს, სახელმწიფო დაფინანსებით, ამბულატორიები 15 სოფელს დაემატება, მათი მშენებლობა დაგეგმილია მომდევნო წლებშიც.

რომელ სოფლებში აშენდა პირველადი ჯანდაცვის ახალი დაწესებულებები და როგორია უწყების სამომავლო გეგმები – დესი ვარდოსანიძე გიამბობთ.