სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები და ოპერატიული თანამშრომლები სამხრე კამერებით აღიჭურვნენ, ხოლო სამსახურის ავტომანქანებში ვიდეოგადაღების სისტემა დამონტაჟდა. მათ მუშაობას ადგილზე გაეცნენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, მისი პირველი მოადგილე და საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლები. მათი განცხადებით, ახალი სისტემა საშუალებას იძლევა, გამოძიების პროცესში მოპოვებულ იქნას ვიდეომტკიცებულებები, უწყვეტი ვიდეომონიტორინგის გზით კი უფრო მეტად დაცული იქნება დაკავებული პირების უფლებები.
სამხრე კამერებისა და ვიდეორეგისტრატორის გამოყენების წესი წარმატებული საერთაშორისო საგამოძიებო პრაქტიკის შესწავლის შედეგად შემუშავდა. ასევე, სამსახური მოქალაქისა და ადვოკატის მომართვის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით პერიოდულად განახორციელებს დაკავებული ბრალდებულების უფლებების დაცვაზე მონიტორინგს და შეამოწმებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხარისხს.