ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა „ნაციონალურ მოძრაობაში“

ერთ საათში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება. პარტიის თავმჯდომარე საზოგადოებას დღეს იმ სახეებს გააცნობს, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვებიან და ახალ მენეჯმენტს აქციების მოწყობაში დაეხმარებიან. ახალგაზრდების ნაწილის განცხადებით, შეხვედრაზე ორგანიზაციის ის წევრები, რომლებიც ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან, არ დაპატიჟეს. მათი თქმით, ხაბეიშვილს განსხვავებული აზრის მიუღებლობა აქვს, რის გამოც, პარტიაში ფილტრაცია იწყება.