ახალგაზრდული ფორუმი საქართველოში

ბრიტანული სეზონის ფარგლებში, საქართველოში პირველად, შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ფორუმი იმართება. სამი დღის განმავლობაში, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებსა და ვორქოშოპებს, რომლებსაც ბრიტანეთის შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები გამართავენ.

ფორუმის ფარგლებში, სწავლების – „შემოქმედებითი მეწარმეობის პროგრამის“ გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.