ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები

სამუშაო ადგილის მაძიებელ ათეულობით ახალგაზრდას დღეს სამსახურის დაწყების შანსი მიეცა. თბილისმა უკვე მეორედ დასაქმების ფესტივალს უმასპინძლა.

ფორუმზე ვაკანსიები 2 000-მდე კერძო კომპანიამ წარადგინა. შეივსო განაცხადებიც. მათი ავტორები ახლა პოტენციური დამსაქმებლებისგან პასუხს ელოდებიან.

დღევანდელ ფორუმზე დამსწრეებს შორის ძირითადად 20-დან 25-წლამდე ასაკის ახალგაზრდები ჭარბობდნენ, რომლებიც სამუშაო ადგილების მოძიების სირთულეებზე საუბრობენ და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დამსაქმებლების მხრიდან წაყენებულ არარეალურ მოთხოვნებს და სწავლისთვის შეუსაბამო გრაფიკს ასახელებენ.