ახალგაზრდა სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია 

18:51, 26.10.2026

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. ოლიმპიურ თამაშებს 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალი უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში 13 სპორტსმენი მიიღებს. დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს მედროშეები მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი იქნებიან. საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას სეოკ-ის გენერალური მდივანი, ემზარ ზენაიშვილი უხელმძღვანელებს.

მსგავსი