ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების კონფერენცია

15:17, 14.04.2019

ახალგაზრდების დასაქმების პერსპექტივებზე იმსჯელეს ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების კონფერენციაზე. ღონისძიებას 15 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.

სტუმრებმა საკუთარი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა წარმოადგინეს. კონფერენცია და სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები 11 აპრილიდან მიმდინარეობს.

ღონისძიებების დასრულების შემდეგ ახალგაზრდა სოციალისტთა გაერთიანება საბოლოო რეზოლუციას შეიმუშავებს.

მსგავსი