ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი
ახალგაზრდა ნატურალისტთა მეთოთხმეტე ტურნირი დასრულდა. მასში 11 ქვეყნის 17 წლამდე ასაკის, ასამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას. ტურნირის თითოეული ტური სამ ეტაპად ჩატარდა, რომელშიც სამი გუნდი მონაწილეობდა. ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირი, ოლიმპიადებისგან განსხვავებული ინტელექტუალური კონკურსია სკოლის მოსწავლეებისთვის და წარმოაჩენს მოსწავლეების უნარს, წარმატებით გადაჭრან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დასმული პრობლემები. წარმოადგინონ ჩატარებული კვლევების შედეგები და შეძლონ მათი დაცვა მოწინააღმდეგე გუნდებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში. ტურნირი მოსწავლეებს ეხმარება გუნდური და შემოქმედებითი მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. შემოთავაზებული დავალებები ისეთ პრობლემებს ეხება, რომელთა გადაჭრაც ტურნირის მონაწილეებისგან ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვს.