„ახალგაზრდა მწვანეების“ აქცია

მსოფლიოს თითქმის 160 ქვეყანაში დღეს კლიმატის ცვლილების საკითხზე საპროტესტო აქციები იმართება. გამონაკლისი არც საქართველოა.

სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერიასთან შეიკრიბნენ და საჯარო სექტორს გარემოს დაცვის კუთხით მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდეს. მოძრაობა „ახალგაზრდა მწვანეების“ თქმით, აქციის მონაწილეები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ, უარი თქვან ნავთობმომპოვებელ კომპანიებზე და ინვესტიციები განახლებად ენერგიებში ჩადონ. ამასთან, „ახალგაზრდა მწვანეებმა“ საქართველოს მთავრობას მოუწოდეს, უარი თქვას ჰესების მშენებლობებზე. ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო განვითარება და დედაქალაქში ტრამვაის დაბრუნება. დღესვე, მოძრაობის წევრებმა აქციაზე „ბათუმი რივიერას“ მშენებლობაც გააპროტესტეს.