„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, კვლევა წარადგინა. დოკუმენტში სამართლებრივი შეფასებაა მოცემული. აღნიშნულია, რომ 2021 წელს სახელმწიფომ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად სათანადო ზომები არ მიიღო და აგრესიულმა ჯგუფებმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩაიდინეს.

საია-ში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლების განცხადებებმა ძალადობა წაახალისა, აქციაზე მომხდარ ფაქტებზე დაწყებული გამოძიება კი სათანადოდ არ მიმდინარეობს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სხვადასხვა უწყებებს რეკომენდაციებით მიმართავს და ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდებს.