ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში

20-21 ივნისის მოვლენები და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში. დოკუმენტში აქციის დაშლაზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებაზეა საუბარი.

საიას ანგარიშში ნათქვამია, რომ 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაძაბული სიტუაციის მართვა და უწყებამ უკანონო და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. გარდა ამისა, საუბარია სასამართლოს მიერ დაკავებული პირების საქმის ფორმალურ განხილვებსა და დამახასიათებელ სისტემურ პრობლემებზე.