„ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი

თბილისის საქალაქო სასამართლო „ჯი-ვი-პი-ს“ წინააღმდეგ „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელს განიხილავს.

ორგანიზაცია წყლის მოხმარების შეუსაბამოდ მაღალი ღირებულების  – 1055 ლარის დაკისრებას და მარეგულირებელი კომპანიის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე უარს ასაჩივრებს.

ადვოკატის თქმით, კომპანიამ 2018 წლის აგვისტოს მონაცემებით დავალიანება სრულად დაფარა, თუმცა სექტემბერში დავალიანებამ 1 000 ლარს მიაღწია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მარეგულირებელი კომპანიის მიერ უყურადღებობასა და გულგრილობაზეც საუბრობენ. ადმინისტრაციული კოლეგია გადაწყვეტილებას საქმეზე 6 სექტემბერს გამოაცხადებს.

„ჯი-ვი-პი-ში“ აცხადებენ, რომ ორგანიზაციას წლის საფასური მრიცხველის ჩვენების შესაბამისად დაერიცხა. მრიცხველი შემოწმდა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ, რომელმაც დაადასტურა, აღნიშნული მრიცხველის გამართულად ფუნქციონირება.