„ახალგაზრდა ადვოკატები” თბილისის მერიას მიმართავენ

ახალგაზრდა ადვოკატები თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის შექმნაზე, დედაქალაქის მერიისა და იურიდიულ პირ სითი ინსტიტუტ საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციამ თბილისს მერიაში უკვე წარადგინა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, აღნიშნული კომპანია უკვე ოთხჯერ დაჯარიმდა: სამჯერ ობიექტის ხარისხის ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის, ხოლო ერთხელ, შეუსაბამობის ზედიზედ სამჯერ აღმოუფხვრელობისთვის.

ახალგაზრდა ადვოკატები ამბობენ, რომ კომპანია, რომელიც ვერ ახერხებს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, არ უნდა იღებდეს თანხას ბიუჯეტიდან. იმ შემთხვევაში თუ თბილისის მერია ახალგაზრდა ადვოკატების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და ხელშეკრულებას ბათილად არ ცნობს, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ისინი სასამართლოს მიმართავენ.