ახალაიას გამოკითხვა - პოლიტიკური შეფასებები

პოლიტიკური შეფასებების თემაა ბაჩო ახალაიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება და მის მიერ გაკეთებული განცხადებები. მათ შორის, ექს-მინისტრის შეფასება, რომ 4 ოქტომბერი არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც 9 აპრილი იყო. ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თითქმის რვა საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაბარება ოთხ ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
გამოძიების საგანია გავრცელებული ჩანაწერიც, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის და რომელშიც ძალადობრივ ქმედებებსა და მსხვერპლზეა საუბარი. ახალაიას ხმის ნიმუში აუღეს, თუმცა ექს-მინისტრი ფალსიფიცირებულსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ დამუშავებულ მასალას უწოდებს ჩანაწერს, რომელშიც ის, სავარაუდოდ, პაატა ბურჭულაძეს სამოქმედო გეგმაზე ესაუბრება და გარკვეულ ინსტრუქციებსაც აძლევს.