აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია.
როგორც ბობოხიძემ განმარტა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის საერთო ამოცანაა.