აიკრძალება თუ არა „ტიკ-ტოკი“ აშშ-ში – დონალდ ტრამპი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მასზეა დამოკიდებული. თემა კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კანონი, რომელიც ჩინურ კომპანიას აპლიკაციის გაყიდვას ან აშშ-ში მის აკრძალვაზე დამორჩილებას ავალდებულებს.
ტრამპმა მოსამართლეებს გადაწყვეტილების გადავადება სთხოვა, თუმცა, როგორც გაირკვა ბაიდენის ადმინისტრაცია თავისი უფლებამოსილების ვადის დასრულებამდე აკრძალვის აღსრულებას ისედაც არ აპირებს. რაც იმას ნიშნავს, რომ „ტიკ ტოკის“ ბედი მართლაც ტრამპის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა 2020 წელს, პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც, ფაქტობრივად, კრძალავდა „ტიკ ტოკს“, თუმცა სააპელაციო სარჩელების გამო, ის არ აღსრულებულა. ბოლო წლის განმავლობაში დონალდ ტრამპი „ტიკ ტოკის“ აქტიურ მხარდამჭერად იქცა. აპლიკაციის მფლობელი ჩინური კომპანიის გენერალური დირექტორი ინაუგურაციის ცერემონიაზეა დაპატიჟებული.
თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.