აგვისტოს ომი – ოპოზიციური პარტიების განცხადებები

15:10, 07.08.2026

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ოპოზიცია აგვისტოს ომის წლისთავს დღეს აღნიშნავს. მათი ნაწილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა, ნაწილი კი გორში გმირულად დაღუპულთა მემორიალზე მივიდა და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო წლებია, აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 7 აგვისტოს მიიჩნევს და დაღუპულთა ხსოვნას, სწორედ დღევანდელ დღეს მიაგებს პატივს.

საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღიდან დღეს 18 წელი გავიდა – 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალები, როკის გვირაბის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა რამდენიმე ქალაქი, გადაწვა ათეულობით სოფელი, სამხედრო ბაზები და სხვა სტრატეგიული ობიექტები. რუსულ სამხედრო აგრესიას 412 მოქალაქე ემსხვერპლა. 150 ათასზე მეტი ადამიანი კი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, რუსულმა აგრესიამ უმძიმესი ადამიანური ტრაგედიები გამოიწვია. ამ თარიღის შეცვლის მცდელობას ეხმაურება მმართველი გუნდი.

მსგავსი