აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა
კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბაზაზე ახალი სასწავლებელი გაიხნა.
სკოლა პანსიონის ტიპისაა. კადეტებისთვის გათვალისწინებულია სასწავლო და ყაზარმული კომპლექსები, სმარტ-დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რეკრეაციული სივრცეები, ღია და დახურული სპორტული მოედნები. სამხედრო სკოლაში შეისწავლიან სამხედრო ისტორიას, ტაქტიკურ, საინჟინრო, ფიზიკურ და სამწყობრო მომზადებას, ასევე ტოპოგრაფიასა და ნავიგაციას. სასწავლებელი დაკომპლექტებულია კვალიფიციური აკადემიური პერსონალით. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა 19 ჰექტარზეა განთავსებული და 330 კადეტზეა გათვლილი. კადეტები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი პირობებით, სამჯერადი კვებით, დაზღვევით, სასწავლო ნივთებით, სამხედრო და სპორტული ფორმებით, სასწავლო და საყოფაცხოვრებო ინვენტარით. თავდაცვის სამინისტრო კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა სწავლას სრულად აფინანსებს.