აღმოჩენილი სამლოცველოს ნაშთი სოფელ გელათში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ გელათში, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამლოცველოს ნაშთი დაათვალიერა. სოფელ გელათში, ისტორიული კვლევის მიზნით, არქეოლოგიური სამუშაოები მოსახლეობის ინიციატივით დაიწყო. ტერიტორიაზე, ადრეული ქრისტიანული ხანის უნიკალური ტაძარი და ნივთები აღმოაჩინეს. გათხრებში, არქეოლოგებთან ერთად, სოფლის მოსახლეობაა ჩართული. აღმოჩენილი უძველესი ნივთები, ლაგოდეხის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.