აღმოჩენა ბოლნისის მუნიციპალიტეტში
არქეოლოგიური აღმოჩენა ბოლნისში. მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, აღმოჩენილია მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები. სპეციალისტების თქმით, ეს განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობისაა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ძეგლებზე სამარხი აქამდე არ ყოფილა ნაპოვნი. ეს არის ძვ. წ. VI ათასწლეულის გამორჩეული ძეგლი. იგი, ნეოლითურთან ერთად, ასევე მოიცავს შუა საუკუნეების კულტურულ ფენებს, რაც ამ ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივ ცხოვრებაზე მიუთითებს.