„აღმოაჩინე ჩემი საქართველო ლევილში“

18:39, 26.11.2026

„აღმოაჩინე ჩემი საქართველო ლევილში“ ამ სახელწოდების კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა ლევილის ქართულ მამულში. მონაწილეობა ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა მიიღეს. მიზანი იყო საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, კულტურათა შორის დიალოგის ხელშეწყობა და ქართულ-ფრანგული ურთიერთობების განვითარებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა.

მსგავსი