აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში

მასშტაბური ღონისძიება ბათუმში – ზღვისპირა ქალაქში აღმასრულებელთა საბჭოს საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. 35 ქვეყნის დელეგატებმა კონფერენციის ფარგლებში სერვისების ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე და სააღსრულებო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.   შეკრებილებს საქათველოს გამოცდილება გაუზიარა იუსტიციის მინისტრმა, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის სააღსრულებო სისტემაში დანერგილი რეფორმები გააცნო.