თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული ოთხი პირის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს – სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. დაკავებულების ნაწილი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. მათ საგამოძიებო უწყება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.
რას აცხადებს დაცვის მხარე და როგორია პროკურატურის პოზიცია – საქმეზე პირდაპირ ეთერში საუბარს ხატია ჯამალაშვილი განაგრძობს.