აღკვეთის ღონისძიება

ბათუმში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის საქმეზე დაკავებული, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ბაქარ მჟავანაძეს, რომელიც ორი დღის წინ „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული შეიჭრა და თანხის სანაცვლოდ მძევლების აყვანა სცადა, 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს. მას სასამართლოზე ვრცელი განმარტების გაკეთება სურდა, თუმცა, მოსამართლემ ამის საშუალება არ მისცა და განაცხადა, რომ დღეს სასამართლო მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავდა.