აღკვეთის ღონისძიება

თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე ადვოკატი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, ხოლო ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ერთ-ერთი დაკავებულის უფლებადამცველის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა და გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. გამოძიება დაკავებულებს, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას ედავება.