„აღდგენილი მეხსიერება: არქივები ტექნოლოგიების ეპოქაში”

18:45, 28.10.2026

ეროვნული არქივის კინოთეატრში თბილისის საარქივო ფილმების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის 12 კინოინსტიტუციის ციფრულად რესტავრირებული საარქივო ფილმებია წარმოდგენილი. გახსნაზე აჩვენეს თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“, რომლის ციფრული რესტავრაცია ეროვნულ არქივში 2026 წელს განხორციელდა. საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „საპატიო სტუმარი“ წელს საფრანგეთის კინოთეკაა.

ფესტივალი 30 ოქტომბერს დაიხურება. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი