აგარის შაქრის ქარხნის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება

12:30, 30.12.2024

მეექვსე დღეა, აგარაში შაქრის ქარხნის თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება. გაფიცულები კომპენსაციასა და დაპირებულ პრემიას ითხოვენ. ქარხანაში დასაქმებულები აცხადებენ, რომ ხელფასი დაბალია და რადგან წელიწადში შვიდი თვე უწევთ მუშაობა, მენეჯმენტისგან ჰქონდათ სიტყვიერი დაპირება კომპენსაციის სახით სახელფასო დანამატის გაცემაზე. კომპანია უარს ამბობს აღნიშნული ფინანსური ვალდებულებების დაფარვაზე და სანაცვლოდ დასაქმებულებს ორ ტომარა შაქარს სთავაზობს. აგარაში იმყოფებიან აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის, „ლაბორის“ წევრები. ისინი სოლიდარობას უცხადებენ აგარის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს.

 

მსგავსი