აფხაზეთობა – მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა

12:14, 23.05.2026

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში „ბაზარი ორბელიანზე“ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. მოეწყო კულტურული და შემოქმედებითი ღონისძიებები. გაიმართა ბავშვთა ანსამბლ „შავნაბადას“ კონცერტი, სადაც ქართულ-აფხაზური ფოლკლორული სიმღერები შესრულდა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო.

 

მსგავსი