აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის გასტროლი ესპანეთში
ქართველი კომპოზიტორების შემოქმედება და ქართული მრავალხმიანობა – ესპანეთში აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის კონცერტი ჩატარდება. პროგრამაშია ქართული საგუნდო მუსიკის შესრულება. საღამოს ქართველ ემიგრანტებთან ერთად უცხოელი მსმენელებიც დაესწრებიან.
საგასტროლო პროგრამა საკმაოდ მოკლე დროში შეირჩა, რეპეტიციები დასრულებულია. აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა მსმენელს 14 დეკემბერს ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიაში შეხვდება.