აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც აფხაზეთის მთავრობის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხები განიხილეს.
მთავრობის წევრებმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სამინისტროდ გარდაქმნასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებზე იმსჯელეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და მოქალაქეების მომსახურების სრულყოფას ითვალისწინებს.