აფეთქებები სირიაში
სირიაში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს აფეთქებები მოხდა. გავრცელებული ცნობით, დედაქალაქ დამასკოში, იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც ემანუელ მაკრონი უნდა დარჩენილიყო, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია. სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა საველე ოპერაციების დროს ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, სპეციალისტებმა დემონტაჟი დაიწყეს, რა დროსაც აფეთქება მოხდა. ინციდენტის შემდეგ გზები გადაიკეტა და უსაფრთხოების ზომები მიიღეს. ემანუელ მაკრონი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პირველი ლიდერია, რომელიც დამასკოში ჩავიდა.