თურქეთში მომხდარ აფეთქებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. „ჩვენი ერისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს, როდესაც ვიხსენებთ მათ, ვინც დაიღუპა 2015 წლის 13 ნოემბერს, თურქ ხალხს თავს დაესხნენ მათი გულიდან, სტამბოლიდან. ჩვენი გზავნილი თურქ ხალხს: ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ტკივილს. ვწუხვარ თქვენი დანაკარგის გამო. ჩვენ თქვენთან ვართ ტერორიზმთან ბრძოლაში,“ – წერს ემანუელ მაკრონი „ტვიტერში.“
ნატო სოლიდარობას უცხადებს მოკავშირე თურქეთს – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „შოკისმომგვრელი კადრები სტამბოლიდან. ჩემი ფიქრები და ღრმა მწუხარება ყველა დაზარალებულსა და თურქ ხალხს. ნატო სოლიდარობას უცხადებს ჩვენ მოკავშირე თურქეთს,“ – წერს სტოლტენბერგი.