აფეთქება ლიბანში 

135 დაღუპული, 4 000-ზე მეტი დაშავებული, ნანგრევებად ქცეული შენობები და უსახლკაროდ დარჩენილი ათასობით ოჯახი – ასეთია მასშტაბური აფეთქების შედეგი ბეირუთში.

ათეულობით ადამიანი ამ დრომდე ნანგრევებში რჩება. ლიბანის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიწასთან გასწორებულია პორტი, სადაც აფეთქება მოხდა. პორტის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად აფეთქდა ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობი, სადაც წლების განმავლობაში ამონიუმის გვარჯილის მარაგები ინახებოდა. როგორც ირკვევა, საწყობიდან საშიში ნივთიერების მარაგების გატანა არაერთხელ სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ბეირუთის საავადმყოფოებში გადატვირთულობის პრობლემაა. შინაპატიმრობაში არიან პორტის ის ხელმძღვანელები, რომლებსაც ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა ევალებოდათ.

დატოვე კომენტარი