აფეთქება ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე

12:16, 05.09.2026

ბოლივიაში სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. როგორც ცნობილია, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:30 საათზე ვიაჩას მუნიციპალიტეტის ყაზარმებში, პიროტექნიკური მასალების საწყობიდან ახლოს მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, აფეთქება ფოიერვერკების აალებამ გამოიწვია. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რიცხვი კი, შესაძლოა გაიზარდოს. მედიის ცნობით, სამხედრო ბაზაზე ზარალის შესაფასებლად და დაჭრილების სამედიცინო ცენტრებში ევაკუაციისთვის სასწრაფო დახმარების მანქანები, სამედიცინო ჯგუფები და პოლიცია განლაგდნენ.

მსგავსი