ადმინისტრაციული საქმეების განხილვა

ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვაში და 500 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილების გამოცხადებას არც შსს-ს წარმომადგენელი და არც კონდახაშვილი არ დასწრებიან. კონდახაშვილის თქმით, საქმე ეხება 2024 წლის 17 დეკემბერს ჭავჭავაძის გამზირზე ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლების მარშს. მისი თქმით, ვიდეოები ადასტურებს, რომ მარშში ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ტროტუარზე ვერ დაეტეოდნენ. კონდახაშვილი გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.