ადმინისტრაციული საქმე „გირჩი - მეტი თავისუფლების“ კანდიდატის წინააღმდეგ

„გირჩი –  მეტი თავისუფლების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მმართველ გუნდს მასზე ზეწოლასა და დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ბადრი გრიგალაშვილის განცხადებით, მას დღეს შსს-დან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შევიდა და სხდომა გაიმართება. საქმე ეხება გრიგალაშვილის მიერ 13 ივლისს გიორგი სლოევის მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში ორი ძირი კანაფის კულტივაციას.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ ეს იყო ქვეყანაში არსებული არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის გაპროტესტების აქტი და ახლა პროცესის გააქტიურება მის არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება, რადგან პროცესი რეალურად გაცილებით უფრო გვიან უნდა ჩანიშნულიყო. „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წარმომადგენლის ცნობით, მას ედავებიან კანაფის კულტივაციას და პროპაგანდას, რაც ადმინისტრაციულ სახდელებს ითვალისწინებს.

 

დატოვე კომენტარი