ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 - საარჩევნო კამპანია

ხვალ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებია.

მერობისა და საკრებულოების წევრობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან საარჩევნო შეხვედრები დაასრულეს. ისინი პოტენციურ ამომრჩეველს საკუთარ ხედვასა და საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებს ორი თვის განმავლობაში აცნობდნენ. ხვალ საქართველოს მოსახლეობა 64 ქალაქის მერს და ამდენივე საკრებულოს 2068 წევრს აირჩევს.