„ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი – 2018“ მიმდინარეობს ქუთაისში, პარლამენტის შენობაში.
ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდა დელეგატთა პლატფორმის გაძლიერებას, ბიუჯეტის პროექტის შეფასების კრიტერიუმების განხილვასა და 2019 წლის საფინანსო დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში მათი გამოცდილების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.
ფორუმს საქართველოს პარლამენტისა და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წარმომადგენლები ესწრებიან.