ადგილობრივი არჩევნები 2021 - წინასაარჩევნო კამპანია

თვითმმართველობის არჩვენებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მერობისა და საკრებულოების წევრობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი პოტენციურ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამას აცნობენ და არსებული პრობლემების მოგვარების საკუთარ ხედვას სთავაზობენ. ორ დღეში საქართველოს მოსახლეობა 64 ქალაქის მერს და ამდენივე საკრებულოს 2068 წევრს აირჩევს.