ადგილობრივი არჩევნები 2021 - წინასაარჩევნო კამპანია

თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი დღე რჩება.

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატები მოსახლეობასთან დასკვნით შეხვედრებს მართავენ. ისინი პოტენციურ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამის ძირითად მიმართულებებს აცნობენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, ის ძირითადი საკითხებია, რაზეც კანდიდატები ძირითად აქცენტს აკეთებენ.

ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.