„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონიტორინგის შედეგები

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ შეკრებისა და მანიფესტაციების მონიტორინგის შედეგები შეაჯამა. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2023 წლის განმავლობაში აქციების მიმდინარეობაზე და უფლებების დარღვევებზე. დოკუმენტში განხილული საკითხები მოიცავს აქციების დაშლისას სპეციალური საშუალებების გამოყენებას, საპროტესტო კარვის გაშლის აკრძალვას და საპოლიციო ძალების გამოყენებას. ადამიანის უფლებათა ცენტრმა შეიმუშავა რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტის, შსს-სა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი.