„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, შეწყალების მიუხედავად, მსჯავრდებულების მიერ სასამართლოებში გაგრძელებული საქმეები პრეცედენტულად შეიძლება ჩაითვალოს. საქმე ეხება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, პრეზიდენტმა პირველი ინსტანციის განაჩენის შემდეგ გამოსცა შეწყალების აქტი. მათ ორივე გამოტანილი განაჩენი ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრეს.