„ადამი მედია პრიზის“ მასტერკლასი თბილისში

„ადამი მედია პრიზი“ კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ 5-7 დეკემბერს თბილისში ფილმის მონტაჟის მასტერკლასს ჩაატარებს.

ინიციატივაში მონაწილეობენ აზერბაიჯანული, სომხური და ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების პროექტები, რომლებიც ეხება კულტურული მრავალფეროვნებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების საკითხებს.

მასტერკლასი ორგანიზებულია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან და საქართველოს პირველ არხთან პარტნიორობის ფარგლებში. საქართველოს პირველი არხის ტელეფილმების ხელმძღვანელის, კოტე ჯანდიერის თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ევროპის კულტურულ პროცესებთან კავშირების თვალსაზრისით.

მასტერკლასის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჩვენებებს და ღონისძიებებს.