აჩიკო ნიჟარაძის სოლო კონცერტი

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში მომღერალ აჩიკო ნიჟარაძის პირველი სოლო კონცერტი გაიმართა. მომღერალი მსმენელის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგა. შედგა სამი სიმღერის პრემიერა. კონცერტს საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე დაესწრო.