აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების პროტესტი

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები გაფიცვისთვის ემზადებიან.

შესაბამისი საბუთები ადმინისტრაციას უკვე ჩაბარდა. ხვალიდან ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, მედიაციის პროცესი უნდა დაიწყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ალტერნატიული პროფკავშირების მოთხოვნების შესრულებაზე ჟურნალისტები და მენეჯმენტი მოლაპარაკებებში უნდა ჩაერთონ. თუ მოლაპარაკებები არ შედგება, მაუწყებლის თანამშრომლებს 21 დღის შემდეგ გაფიცვის უფლება ექნებათ.

ალტერნატიულ პროფკავშირებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის გათავისუფლებული უფროსისა და მოადგილის ძველ პოზიციებზე დაბრუნება.